ელჩისა და საპატიო სტუმრის მიმართვა

ლი იენი – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

„ხალხის ბედნიერება და ერის აღორძინება ჩინეთის კომუნისტური პარტიის თავდაპირველი მისიაა, ამ ძირითად წესს მმართველი პარტია ასი წლის მანძილზე ყოველთვის იცავდა. პარტიის ცენტრალური კომიტეტის სათავეში მყოფი ამხანაგი სი ძინფინგის ხელმძღვანელობითა და ეროვნული აღორძინების დიადი სურვილით აღსავსე ჩინელი ხალხი, ყოველმხრივ დოვლათიანი, თანამედროვე და ძლიერი სოციალისტური სახელმწიფოს შექმნის მიზნისკენ სწრაფვას გააგრძელებს. ჩინური მხარე მზადაა ქართულ მხარესთან ერთად ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ახალ დონეზე გადასვლას, ორი ქვეყნის, ორი ხალხის საკეთილდღეოდ“.

ირაკლი კობახიძე – პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე

„საქართველოს მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოს – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას და მის ხალხს ვულოცავ მმართველი პარტიის 100 წლის იუბილეს. პარტიის ძალისხმევით ჩინეთმა მიაღწია უდიდეს პროგრესს, რომელსაც მთელი მსოფლიო ნათლად ხედავს. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები ორი ქვეყნის, ორი ხალხის საკეთილდღეოდ კიდევ უფრო გაღრმავდება“.

მილოცვები სხვადასხვა სფეროს
წარმომადგენლებისა და მეგობრებისგან

დავით საგანელიძე – სს „საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარე

„გახსნილობისა და რეფორმების პოლიტიკის გატარების დაწყებიდან 40 წლის მანძილზე, ეკონომიკურ და სამოქალაქო განვითარებაში მიღწეული შედეგებით, ჩინეთმა მოახერხა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოქცევა, მის განვითარების გზას კი განვითარების „ჩინური მოდელი“ ეწოდა. გისურვებთ ჩინეთის მმართველი პარტიისა და მისი ხელმძღვანელის ბატონი სი ძინფინის მეთაურობით კიდევ უფრო დიდ წინსვლას და წარმატებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას“.

არჩილ კალანდია – საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

„კომუნისტური პარტიის, თანმიმდევრული და წარმატებული პოლიტიკის შედეგად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იქცა გლობალური მნიშვნელობის სახელმწიფოდ. სოციალიზმმა ჩინური სპეციფიკით დაამტკიცა ეფექტურობა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული. ჩინელ ხალხს ვუსურვებ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით ახალი წარმატების მიღწევას“.

გიორგი ამილახვარი – საქართველოს პარლამენტის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი

„მინდა მივულოცო ჩვენს ჩინელ მეგობრებს და პარტნიორებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსებიდან 100 წელი. ის რეფორმები და ის მმართველობა, რაც არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არის ძალიან სწორი და დინამიურ განვითარებაზე ორიენტირებული. დღეს უკვე ჩინეთი ჩამოყალიბდა მსოფლიოში, როგორც მშვიდობის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე“.

ილია ნაკაშიძე – საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, მ.მ.დ.

„დღემდე (ჩინეთის კომუნისტურმა) პარტიამ მოიყვანა ქვეყანა, როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი. მინდა მოვულოცო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, პარტიას, ჩინელებს ეს იუბილე და ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება, მშვიდობა და ახალი წარმატებების მიღწევა ამ პროგრესის გზაზე“

დავით აფციაური – საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

„მმართველი პარტია ერთ-ერთ ცენტრალურ ამოცანად სახავდა და სახავს ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას და სიღარიბის შემცირების მიმართულებით ბოლო წლებში მიღწეული შთამბეჭდავი პროგრესი ამის ნათელი დასტურია, მისაბაძია საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. ამით პარტიამ კიდევ უფრო გააძლიერა ხალხის მხარდაჭერა და ნდობა“.

გიორგი კეკელიძე – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი

„მივესალმები ჩვენს მეგობარ ჩინელ ხალხს და ვულოცავ მნიშვნელოვან დღესასწაულს, რომელიც პირველ ივლისს აღინიშნება. გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას, წარმატებას და ყოველივე საუკეთესოს!“.

გიორგი ვერულიძე – საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი

„ჩინეთის კომუნისტური პარტია არის ჩინეთის მშრომელთა კლასის ხალხისა და ჩინელი ერის ავანგარდი, ჩინური მახასიათებლების მქონე სოციალიზმის მთავარი ბირთვი. პარტიის უმაღლესი იდეალი, რომლის საბოლოო მიზანი არის კომუნიზმის განხორციელება“.

ლიუ-ყანდარელი კუანგვენი – საქართველო-ჩინეთის კულტურის ცენტრის „აბრეშუმის გზა“ პრეზიდენტი

„დამოუკიდებლობის, ძლევამოსილებისა და თავისუფლებისკენ სვლა, მხოლოდ კომუნისტურ პარტიასა და წინსვლისკენ სწრაფვის სურვილზე დაყრდნობით იყო შესაძლებელი“.

მარინე ჯიბლაძე – თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა განვითარების მიღწევებით მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. 1 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მმართველი პარტიის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვულოცავ ჩინელ ხალხს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს!“

ჯემალ ფუტკარაძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩინეთის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი

„დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ კი, ჩვენ მუდამ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს, ვაღიარებთ ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს ვცემთ ერთმანეთის მიერ არჩეულ საზოგადოებრივ წყობილებასა და განვითარების გზას. თანასწორუფლებიანობისა და მეგობრობის პრინციპებზე დაყრდნობით ვავითარებთ საერთაშორისო ურთიერთობებს. ერთად ვქმნით დიდი და პატარა სახელმწიფოებს შორის თანასწორუფლებიანი მოპყრობისა და ჰარმონიული თანაცხოვრების ბრწყინვალე მაგალითს.

მალხაზ გულაშვილი – მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტი

„მე რვაჯერ ვარ ჩინეთში ნამყოფი. მაოცებს ის მიღწევები, რაც ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მოუტანა ჩინელ ხალხს. ბრძნული ხელმძღვანელობით ბატონი სი ძინფინგისა, ჩინეთი ადგას სწორ გზას“.

მიხეილ ტარახჩევი – მულტიმეტია ჯგუფის „FORYOU“ დირექტორი

„ჩინეთმა დაანახა მთელს მსოფლიოს, რომ ჩინური კომუნიზმი არის უნიკალური მოვლენა, თავისი სპეციფიკით და თავისებურებებით. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ კომუნისტურმა პარტიამ არამარტო გაუძლო დროს და გამოწვევებს, მან განიცადა ტრანსფორმაცია და ჩაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორც შედეგი მისმა ხელმძღვანელმა, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა, წარუდგინა მსოფლიოს უპრეცენდენტო ინიციატივა – „ერთი გზა და ერთი სარტყელი“. ვიმედოვნებ, რომ ურთიერთობა ჩვენ ორ ქვეყანას შორის გავა ახალ ეტაპზე, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის განვითარებას“!

ბადრი ნაჭყებია – ტელე-რადიო კომპანია “TV 24”-ის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

„ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა თქვენი ქვეყნის გაძლიერებაში. რასაკვირველია, ეს მარტო თქვენი დღესასწაული კი არ არის, ეს არის ყველა თქვენი მეგობრის დღესასწაული. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მრავალი წელი ჩინური კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით თქვენ ახალ და ახალ მიღწევებს მიაღწევთ“.

ავთანდილ ოთინაშვილი – საინფორმაციო სააგენტო „ნიუს დეი საქართველოს“ დირექტორი

„ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ წარმოებული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ჩინელი ხალხის კეთილდღეობისკენ, მშვიდობისა და ეკონომიკური აღორძინებისკენ, ძალიან წარმატებულია. საქართველომ აუცილებლდა უნდა გაიზიაროს ის პოზიტიური გამოცდილება, რასაც ჩინეთმა 100 წელიწადში მიაღწია. ვგულისხმობთ, ხელისუფლებაში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მოსვლის შემდეგ გატარებულ უდიდეს რეფორმებს, როგორც პოლიტიკის, ასევე ეკონომიკის, სოციალური საკითხებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით“.

ლიკა ჟორჟოლიანი – ცნობილი ქართველი ჟურნალისტი

„მისი დაარსების პირველივე დღიდან, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ძირითადი ამოცანა იყო მისი ერის ბედნიერება და აღმშენებლობა. თანამედროვე ჩინეთი, როგორც გლობალური ეკონომიკის საკვანძო მოძრავი ძალა, თამაშობს მზარდ როლს საერთაშორისო განვითარებასა და თანამშრომლობაში“.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის
ბრწყინვალე წარმატება

ვიქტორინა

Loading...